ვიქტორ ოსიმენი „ალ ჰილალს“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენი „ალ ჰილალს“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა #1TVSPORT

ვიქტორ ოსიმენი ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა. ცნობილი იტალიელი ინსაიდერის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, 26 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა პირადი კონტრაქტის დეტალებზე საუდის არაბეთის ლიგის კლუბ „ალ ჰილალთან“ შეთანხმებას მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი სეზონში ანაზღაურების სახით „ალ ჰილალისგან“ 35 მილიონ ევროს მიიღებს.

მოლაპარაკებები ახლა კლუბებს შორის სატრანსფერო თანხაზე მიმდინარეობს. „ნაპოლი“ ოსიმენის სანაცვლოდ, დაახლოებით, 70 მილიონ ევროს ითხოვს.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი ბოლო წლებში სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. „ალ ჰილალმა“ ცოტა ხნის წინ მთავარ მწვრთნელად სიმონე ინძაგი დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასული სეზონის იჯარის წესით „გალათასარაიში“ გაატარა, სადაც თურქეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.