ვიქტორ ოსიმენი ახლოსაა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენი „ალ ჰილალის“ 135 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზებას დათანხმდა და მზადაა, კარიერა საუდის არაბეთის ლიგის ამ გუნდში გააგრძელოს, – ინფორმაციას გამოცემა playspor-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, „ალ ჰილალი“ ფეხბურთელთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამჟამად ოსიმენი „ნაპოლის“ ფეხბურთელია, ხოლო გასული სეზონი იჯარის წესით თურქეთის სუპერლიგის ბინადარ „გალათასარაიში“ გაატარა.
თურქეთში 26 წლის ოსიმენმა ქვეყნის თასი და ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მის ანგარიშზე 40 ჩატარებულ შეხვედრაში გატანილი 36 გოლია.
თურქული კლუბი ასევე დაინტერესებულია ოსიმენთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებით, თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ძალიან გაუჭირდება.