ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - „უნგრეთი შორს უნდა დარჩეს ომისგან, დაიცვას ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება, რასაც დაუყოვნებელი მოქმედების სივრცე სჭირდება“
ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - „უნგრეთი შორს უნდა დარჩეს ომისგან, დაიცვას ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება, რასაც დაუყოვნებელი მოქმედების სივრცე სჭირდება“

უკრაინის ომთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი შორს უნდა დარჩეს ამ ომისგან და დაიცვას უნგრელი ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება, რასაც მანევრირებისა და დაუყოვნებელი მოქმედების სივრცე სჭირდება.

„ჩვენ არც ერთ წუთს არ ვკარგავთ, რადგან ახლოს ომია. ომი, რომლის დასასრულს ვერავინ ხედავს. ეს ომი მუდმივ საფრთხეს უქმნის უნგრეთს, საფრთხეს უქმნის ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის ეკონომიკისა და ოჯახების ენერგომომარაგებასა და ფინანსურ უსაფრთხოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ომმა და ბრიუსელის სანქციებმა გამოიწვია უზარმაზარი ეკონომიკური შოკი და ფასების მკვეთრი ზრდა. ეპიდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის მსგავსად, ეს საშუალებას მისცემს მთავრობას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და დაიცვას უნგრეთი და უნგრელი ოჯახები ყველა შესაძლო საშუალებით. ჩვენს პირველ გადაწყვეტილებებს ხვალ შეგატყობინებთ“, – თქვა ორბანმა.

დატოვე კომენტარი