ვიქტორ ორბანმა დონალდ ტუსკს მიმართა – ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, გადაარჩინე და გიყვარდეს შენი ქვეყანა, დონალდ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პოლონელი კოლეგის, დონალდ ტუსკის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკის პოსტს აზიარებს, სადაც ტუსკი ამბობს, რომ „დღევანდელი რეალობა პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს“.
„ევროპა ისტორიაში ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისისკენ მიემართება. მსოფლიო სერიოზული ენერგოკრიზისის წინაშე დგას. ევროპა სერიოზული საფრთხის წინაშეა. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის რუსულ ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციების მოხსნა. დაუყოვნებლივ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხზე. ომის წაქეზების მაგივრად, გადაარჩინე და გიყვარდეს შენი ქვეყანა, დონალდ“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
Europe is heading toward one of the most severe economic crises in its history. The world is facing a serious energy crisis. Europe is in grave danger. The only way out is to lift the sanctions imposed on Russian energy. Immediately. We must think not about Putin, but about our… https://t.co/LQUMlknqIQ
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) April 2, 2026