დონალდ ტუსკი – ნატო-ს დაშლის საფრთხე, რუსეთის მიმართ სანქციების შემსუბუქება, უკრაინისთვის დახმარების შეჩერება, ეს ყველაფერი პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ დღევანდელი რეალობა პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს.
„ნატო-ს დაშლის საფრთხე, რუსეთის მიმართ სანქციების შემსუბუქება, მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, უკრაინისთვის დახმარების შეჩერება და ორბანის მიერ კიევისთვის სესხის დაბლოკვა. ეს ყველაფერი პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს“, – წერს ტუსკი.
The threat of NATO’s break-up, easing sanctions on Russia, a massive energy crisis in Europe, halting aid for Ukraine and blocking the loan for Kyiv by Orbán – it all looks like Putin’s dream plan.
— Donald Tusk (@donaldtusk) April 2, 2026