ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროპის სახალხო პარტია დატოვა
ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროპის სახალხო პარტია დატოვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ევროპარლამენტის უმსხვილესი პარტია – ევროპის სახალხო პარტია დატოვა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზად ევროპის სახალხო პარტიის მიერ წესებში შეტანილი ცვლილება სახელდება, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი ხდება მთელი პოლიტიკური პარტიების და არა მხოლოდ ცალკეული დეპუტატების გარიცხვა.

წესებს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტართა 85-მა პროცენტმა. ვიქტორ ორბანის პარტიას ევროპარლამენტში დიდი ხანია, აკრიტიკებენ. 2019 წელს ევროპის სახალხო პარტიამ უნგრელ დეპუტატებს წევრობის საკითხი დროებით შეუჩერა, ამის მიზეზი ჟან კლოდ იუნკერის წინააღმდეგ დაწყებული სარეკლამო კამპანია იყო.

დატოვე კომენტარი