ვიქტორ ორბანის ცნობით, პუტინისგან დაპირება მიიღო, რომ რუსული გაყინული აქტივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო უნგრეთის პროტესტი გათვალისწინებული იქნება
ვიქტორ ორბანის ცნობით, პუტინისგან დაპირება მიიღო, რომ რუსული გაყინული აქტივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო უნგრეთის პროტესტი გათვალისწინებული იქნება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება რუსეთის რეაქცია ევროკავშირის შესაძლო გადაწყვეტილებაზე რუსული გაყინული აქტივების გამოყენების თაობაზე და მიიღო დაპირება, რომ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის პროტესტი გათვალისწინებული იქნება.

ვიქტორ ორბანის თქმით, კრემლისგან მიიღო პასუხი, რომ მოსკოვის რეაქცია „ძლიერი იქნება“, თუმცა ცალკეული ქვეყნების პოზიციები გათვალისწინებული იქნება.

ორბანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას, რადგან ეს იქნება „ესკალაციის ახალი დონე“.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნგრეთს უფლებები წაართვა.

ცნობისთვის, 12 დეკემბერს ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.