ვიქტორ ორბანი - ვმუშაობთ გზებზე, თუ როგორ ავუაროთ გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს
ვიქტორ ორბანი - ვმუშაობთ გზებზე, თუ როგორ ავუაროთ გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მუშაობს გზებზე, თუ როგორ აუაროს გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს.

როგორც ვიქტორ ორბანმა განმარტა, სანქციებთან დაკავშირებით ის ასევე ესაუბრა უნგრეთის ნავთობისა და გაზის კომპანია „მოლს“.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სანქციები დაწესდა „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ შვილობილ კომპანიებზეც. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას, რომ ომის გასაგრძელებლად შემოსავალი მიიღოს.