ვიქტორ ორბანი – ვიდრე უნგრეთს პატრიოტული მთავრობა ეყოლება, მიგრაციის პაქტს არ განვახორციელებთ, არ მივიღებთ მიგრანტებს და ერთ ცენტსაც არ დავხარჯავთ მათზე
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი არ აპირებს, ქვეყანაში მიგრაციის აქტი მიიღოს.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, მისი ქვეყანა არ აპირებს მიგრანტების მიღებას და მათზე თუნდაც ერთი ცენტის დახარჯვას.
„ბრიუსელმა ბრძანება გასცა. ისინი მიგრაციის პაქტს ააქტიურებენ. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ განვმარტო: ვიდრე უნგრეთს პატრიოტული მთავრობა ეყოლება, ჩვენ მიგრაციის პაქტს არ განვახორციელებთ. სხვათა შორის: ჩვენ არ მივიღებთ მიგრანტებს და ერთ ცენტსაც არ დავხარჯავთ მათზე“,- დაწერა მან.
Brussels has issued the order. They are activating the Migration Pact. I want to make it clear once and for all: as long as Hungary has a patriotic government, we will not implement the Migration Pact. Ceterum censeo: we will not accept migrants and we will not spend a single…
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) November 12, 2025