ვიქტორ ორბანი – უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა
უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთი ბრიუსელის სქემაში მონაწილეობას არ აპირებს.
„ამასთან, ისინი წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 135 მილიარდ ევროს ითხოვენ კონფლიქტის გასაღვივებლად. უნგრეთი არ აპირებს ბრიუსელის ამ დამახინჯებულ სქემაში მონაწილეობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა ესკალაცია“, – აღნიშნავს ორბანი.
ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებოდნენ.
❌ Bypassing Hungary and raping European law in broad daylight, the Brusselians are making moves to seize frozen Russian assets – a declaration of war. Meanwhile, they demand €135 billion more from member states to fuel the conflict. Hungary will not play along in this twisted… pic.twitter.com/u1voxmoD32
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 13, 2025