ვიქტორ ორბანი - უნგრეთი არ დატოვებს ევროკავშირს, რადგან ბლოკი თავისით ჩამოიშლება, მიზეზი ქაოსური მმართველობაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, მისი ქვეყანა არ დატოვებს ევროკავშირს, რადგან ის თავისით დაიშლება. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა საერთაშორისო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი თავისით ჩამოიშლება, რისი მიზეზიც ქაოსური მმართველობაა.
ორბანი ასევე აღნიშნავს, რომ ბრიუსელში უნგრეთისთვის რუსული ენერგომომარაგების შეწყვეტა აქვთ მიზნად.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე უარყო ევროკავშირიდან უნგრეთის გასვლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს იმხელა მასშტაბი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გონივრული იყოს. ორბანის თქმითვე, უნგრეთის მომავალი ამ გაერთიანებასა და ნატო-შია, ოღონდ სუვერენული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკით.
„ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მაგრამ თუ მხოლოდ ამ ბლოკში ვიქნებით გაჭედილი, მაშინ მხოლოდ წვენს დავლევდით. აზრი აქვს საუკეთესო შესაძლო ურთიერთობების ქონას ყველა ბლოკთან, მათ შორის ამერიკასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, არაბულ და თურქულ სამყაროსთან“, – თქვა ორბანმა.