ვიქტორ ორბანი - უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია
ვიქტორ ორბანი - უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია

უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მან, რომელსაც წელიწადნახევრიანი სამხედრო გამოცდილება აქვს, კარგად იცის, რომ შემტევი მხარე სამჯერ მეტ ზარალს განიცდის, ვიდრე ის, ვინც თავს იცავს.

„ასეთ პირობებში დიდი სამხედრო შეტევის დაწყება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც მოწინააღმდეგე მხარის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია, არის სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის მოწყობა. უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ფრონტის ხაზზე, ბრძოლის ველზე უკეთესი შედეგის მიღწევა, ვიდრე უკრაინის თვალსაზრისით შეიძლებოდა მიღწეულიყო ომამდე მოლაპარაკებებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.