ვიქტორ ორბანი – უკრაინას სჭირდება სხვების ფული, ამიტომაც სურთ ევროკავშირში შესვლა ნებისმიერ ფასად, ჩვენ არ გვსურს ისინი და არ გვინდა, რომ უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აზრით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა ომამდეც და ომის შემდეგაც დანგრეულია და მას არ შეუძლია საკუთარ ფეხზე დგომაც კი.
„მათ სჭირდებათ ფული. სხვების ფული. ამიტომაც სურთ ევროკავშირში შესვლა ნებისმიერ ფასად და დაუყოვნებლივ. მათ არ ადარდებთ ის, რომ ომს შემოიტანენ. არ ადარდებთ, რომ ფერმერები ნადგურდებიან. არ ადარდებთ, რომ უკრაინული მაფიის მსხვერპლი გავხდებით. მაგრამ ჩვენ, უნგრელებს, გვადარდებს. ჩვენ არ გვინდა მათ ომში ჩათრევა, ჩვენ არ გვსურს ისინი და არ გვინდა, რომ უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს“, – განაცხადა ორბანმა.
🚫 “Today, Ukraine’s EU membership is the biggest threat,” said @PM_ViktorOrban. “Their country was ruined, even before the war the whole of Ukraine was a mess.”
💶 “They cannot stand on their own feet, they need money, other people’s money. That is why they want to get into the… pic.twitter.com/3jeR1CzQY9
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) May 18, 2025