ვიქტორ ორბანი - სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით, ბრიუსელში ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ, ჩვენ უარვყოფთ „ევროპის შეერთებულ შტატებს“, პირველ ადგილზე უნგრელებს ვაყენებთ
ვიქტორ ორბანი - სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით, ბრიუსელში ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ, ჩვენ უარვყოფთ „ევროპის შეერთებულ შტატებს“, პირველ ადგილზე უნგრელებს ვაყენებთ

სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით, ბრიუსელელები ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცენტრალიზებულად მართული სისტემა ნიშნავს უნგრელი ფერმერებისთვის ნაკლებ მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის შემცირებას, კომუნალური გადასახადების არშემცირებას და უცხოური მრავალეროვნული კომპანიებისთვის მეტი ძალაუფლების გადაცემას.

„ჩვენ უარვყოფთ „ევროპის შეერთებულ შტატებს“ და პირველ ადგილზე უნგრელებს ვაყენებთ“, – წერს ვიქტორ ორბანი.