ვიქტორ ორბანი - საქართველოსა და უნგრეთს აქვთ მდიდარი ისტორია, კულტურული ტრადიციები, უნიკალური ენები გვაქვს, ეს კულტურა და ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ
ვიქტორ ორბანი - საქართველოსა და უნგრეთს აქვთ მდიდარი ისტორია, კულტურული ტრადიციები, უნიკალური ენები გვაქვს, ეს კულტურა და ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ

საქართველოსა და უნგრეთს აქვთ მდიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციები, ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და უნგრეთი გეოგრაფიულად დაშორებულნი არიან, მათ ბევრი საერთო აქვთ.

„მინდა, ვთქვა, რომ უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება, პრინციპში ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები არიან გეოგრაფიულად დაშორებულნი, საქართველო კავკასიის რეგიონშია, ჩვენ აქ ვართ, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია. ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი, საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს, ქართველ ერს აქვს. არ არის იმის გაცნობიერება რთული, თუ რა ამოძრავებს საქართველოს. ორივე ქვეყანას აქვს მდიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციები და ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ. ასევე, ვუთხარი ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ უნგრელები კითხულობენ, რატომ გვაქვს უნგრული ენა და უნგრული კულტურა, უნდა გვქონდეს სტამბოლის, ბერლინის და სხვა დედაქალაქების დღის წესრიგის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მემკვიდრეობა გადაეცეს მომავალ თაობებს და ჩვენი არსებობის მისია შედგეს“, – განაცხადა ორბანმა.