ვიქტორ ორბანი - რუსეთს და უნგრეთს საერთო მეზობელი ჰყავთ, რომელსაც უკრაინა ჰქვია, ვისურვებდით, ყველა კომუნიკაციის არხი ღია იყოს
ვიქტორ ორბანი - რუსეთს და უნგრეთს საერთო მეზობელი ჰყავთ, რომელსაც უკრაინა ჰქვია, ვისურვებდით, ყველა კომუნიკაციის არხი ღია იყოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთს და უნგრეთს საერთო მეზობელი – უკრაინა ჰყავთ, ამიტომ უნგრეთი ისურვებდა, ყველა კომუნიკაციის არხი ღია იყოს.

ორბანმა ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„რუსეთს და უნგრეთს საერთო მეზობელი ჰყავთ, რომელსაც უკრაინა ჰქვია. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი სტრატეგია, ასე რომ, ჩვენ ვისურვებდით, ყველა კომუნიკაციის არხი ღია იყოს“, – განაცხადა ორბანმა.