ვიქტორ ორბანი - პრეზიდენტო ზელენსკი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია, ყველა უნგრელს თავისი სათქმელი ექნება, მოგწონთ თუ არა ეს
ვიქტორ ორბანი - პრეზიდენტო ზელენსკი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია, ყველა უნგრელს თავისი სათქმელი ექნება, მოგწონთ თუ არა ეს

ბატონო პრეზიდენტო, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია, ყველა უნგრელს თავისი სათქმელი ექნება, მოგწონთ თუ არა ეს, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ განცხადებას.

ორბანის თქმით, ყველა უნგრელს თავისი სათქმელი ექნება.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ უნგრელ ხალხს მიმართა. ბატონო პრეზიდენტო, რას ფიქრობს უნგრელი ხალხი, ამას კიევის პრეზიდენტი ან ბრიუსელის ბიუროკრატები არ წყვეტენ. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე არ იქნება. ყველა უნგრელს თავისი სათქმელი ექნება ამასთან დაკავშირებით. მოგწონთ ეს თუ არ მოგწონთ. ასე ვაკეთებთ აქ ჩვენ საქმეებს“, – წერს ორბანი.

მანამდე ზელენსკიმ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას ორბანი გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, „ძალიან საშიშ საქმეებს“ აკეთებს. ზელენსკის თქმით, უკრაინის ევროპული ინტეგრაციის დაბლოკვის მიზნით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ქმედებები დაკავშირებულია უკრაინის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩათრევასთან 2026 წლის მოახლოებული არჩევნების ფონზე.