ვიქტორ ორბანი – პრემიერ კობახიძესთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა, ველოდებით მის სიტყვით გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე

21:01, 28.05.2025

პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა სასიამოვნოა, ველოდებით მის სიტყვით გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველთვის სასიამოვნოა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა. მოუთმენლად ველოდები მის სიტყვით გამოსვლას ხვალ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“, -წერს ვიქტორ ორბანი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

მსგავსი