ვიქტორ ორბანი - ნუ შევშფოთდებით იმ ადამიანებით, ვინც უნგრეთს ჩრდილიდან ან ბრიუსელის სიმაღლეებიდან ესვრის, ისინი თავიანთი წინამორბედების მსგავსად დაასრულებენ
ვიქტორ ორბანი - ნუ შევშფოთდებით იმ ადამიანებით, ვინც უნგრეთს ჩრდილიდან ან ბრიუსელის სიმაღლეებიდან ესვრის, ისინი თავიანთი წინამორბედების მსგავსად დაასრულებენ

ნუ შევშფოთდებით მათით, ვინც უნგრეთს ჩრდილიდან ან ბრიუსელის სიმაღლეებიდან ესვრის, ისინი თავიანთი წინამორბედების მსგავსად დაასრულებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების წლისთავისადმი მიძღვნილ სახელმწიფო ცერემონიაზე განაცხადა.

ორბანის თქმით, 1956 წლის მოვლენების დროს, დასავლეთმა უნგრეთს უღალატა. ვიქტორ ორბანმა გაიხსენა ის გამოწვევები, რომლებიც უნგრეთის წინაშე დგას და თქვა, რომ ეს არის „მიგრაციის შემოჭრა სამხრეთში, ომი აღმოსავლეთში და ეკონომიკური კრიზისი დასავლეთში“. 1956 წლის ოქტომბერში უნგრეთში გაიმართა მასობრივი ანტიკომუნისტური დემონსტრაციები, რაც დასრულდა დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბებით იმრე ნაგის ხელმძღვანელობით. ამის საპასუხოდ საბჭოთა კავშირმა ჯარები გაგზავნა უნგრეთში და ჩაახშო აჯანყება, ნაგი კი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

„დასავლეთს რომ არ ეღალატა – 1945 წლის შემდეგ უკვე მეორედ – წარმატებას მივაღწევდით. 1956 წლის შემდეგ ორმოცი წელი დაგვტოვეს საბჭოთა კომუნისტური პრესის ქვეშ, ფიქრით, რომ საბჭოთა კავშირს ექნებოდა კიდევ ერთი პრობლემა. გაკვეთილი ნათელია. მხოლოდ უნგრელებს შეუძლიათ, მსოფლიოს აჩვენონ უნგრელების სიმართლე და მხოლოდ უნგრელებს შეუძლიათ, დაიცვან საკუთარი სიმართლე იმ საფრთხეებისგან, რომლებიც მათ ემუქრებათ. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ უნგრეთის ინტერესები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ აქ ვიყავით, როცა პირველმა დამპყრობელმა იმპერიამ შემოგვიტია და აქ ვიქნებით, როცა ბოლო ჩამოინგრევა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.