ვიქტორ ორბანი – მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს
მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, სადაც მან უნგრეთის ხელისუფლებას პრაიდის ღონისძიებების ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდა.
„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს. ასევე მოვუწოდებ კომისიას, რომ ძალისხმევა ევროკავშირის წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევებისკენ მიმართოს – სფეროებზე, სადაც მას ნამდვილად აქვს მკაფიო როლი და პასუხისმგებლობა და სადაც ბოლო წლებში სერიოზული შეცდომები დაუშვა, როგორებიცაა ენერგეტიკული კრიზისი და ევროპული კონკურენტუნარიანობის შესუსტება. პატივისცემით, ვიქტორ ორბანი“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
Dear Madam President,
I urge the European Commission to refrain from interfering in the law enforcement affairs of Member States, where it has no role to play.
I also call on the Commission to focus its efforts on the pressing challenges facing the European Union—areas where it… https://t.co/QHlJofeC6F
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) June 25, 2025