ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთის ხელისუფლებას ბუდაპეშტში ლგბტქ+ პრაიდის ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთის ხელისუფლებას ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ უნგრეთის ხელისუფლებას, ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების ნებართვა მისცენ. ორგანიზატორების ან მონაწილეების მიმართ რაიმე სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სანქციების შიშის გარეშე. ლგბტქ+ თემს უნგრეთსა და მის ფარგლებს გარეთ ვუცხადებ: მე ყოველთვის თქვენი მოკავშირე ვიქნები”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
I call on the Hungarian authorities to allow the Budapest Pride to go ahead.
Without fear of any criminal or administrative sanctions against the organisers or participants.
To the LGBTIQ+ community in Hungary and beyond:
I will always be your ally. pic.twitter.com/Wz0GBFRz8C
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 25, 2025