ვიქტორ ორბანი - მოსკოვი პროგნოზირებადი პარტნიორია
ვიქტორ ორბანი - მოსკოვი პროგნოზირებადი პარტნიორია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, რუსეთი პროგნოზირებადი პარტნიორია. ეს განცხადება ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, ბოლო წლებში რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობები დაბალანსებული და პროგნოზირებადია.

თავის მხრივ, პუტინმა უნგრეთს რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპელი პარტნიორი უწოდა.

ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვიზიტით დღეს ჩავიდა.

გასულ წლებში უნგრეთის პრემიერ მინისტრმა არაერთხელ მოითხოვა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა. რუსეთმა 2014 წელს სესხის სახით უნგრეთს 10 მილიარდი დოლარი გამოუყო. თანხა უნგრეთში ატომური ელექტროსადგურის განახლებას და ახალი რეაქტორების დამატებაზე უნდა დახარჯულიყო. როგორც პუტინმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი უნგრეთის სადგურზე ორ რეაქტორს დაამატებს.