ვიქტორ ორბანი – მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის
მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„მეუბნებიან რუსული გაზი ცუდიაო. მეუბნებიან, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ შევცვალოთ რუსული გაზი. ხუთ წელიწადში კი არა, ხვალ. ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს ასე მარტივია“, – დაწერა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
პარალელურად, ვიქტორ ორბანი „ფეისბუქში“ დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ წარუმატებელი სანქციები უნგრეთის ეკონომიკას ტვირთად აწევს და ევროკავშირს სამიტზე სანქციების გადახედვას და რაციონალიზაციას მოითხოვს.
They tell me Russian gas is bad. They tell me we should stop buying it. But nobody tells us how to replace Russian gas. Not in five years, but tomorrow. We need to run our economy, it’s as simple as that.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 19, 2022