ვიქტორ ორბანი მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის – ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენის პოსტი გააზიარა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გმადლობ მხარდაჭერისთვის, მარინ! ერთად ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
Thank you for your support, Marine! Together, we can achieve real change in Europe. https://t.co/NcKO7oAz5Q
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 23, 2026
მანამდე საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ორბანის კანდიდატურას უჭერს მხარს.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ – „პატრიოტები ევროპისთვის“ პირველ დიდ შეკრებაზე ყოფნა ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი ასარჩევად იყრის კენჭს. კონტინენტის მასშტაბით ჩვენი მოძრაობები მილიონობით ევროპელისთვის იმედს წარმოადგენს“, – დაწერა მარინ ლე პენმა სოციალურ ქსელში.
Très honorée de venir aujourd’hui soutenir @PM_ViktorOrban, candidat à sa réélection au poste de Premier ministre en Hongrie, à l’occasion de la première grande assemblée des Patriotes pour l’Europe.
Partout sur le continent, nos mouvements représentent l’espoir pour des… pic.twitter.com/rWa8RVsBYT
— Marine Le Pen (@MLP_officiel) March 23, 2026