ვიქტორ ორბანი - გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, როცა მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილი არიან განვითარების თვალსაზრისით
ვიქტორ ორბანი - გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, როცა მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილი არიან განვითარების თვალსაზრისით

ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანას აქვს, არის მაღალი და მე მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, ვინც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

როგორც ორბანმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირს სჭირდება საქართველოსთან მეტად ახლოს ყოფნა.

„ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს თუ რასაც ვამბობთ, მართალია, რომ ეს არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. თუ ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც მოხდა, არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე. ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ მოდერნიზებას ენერგოსისტემის, ეკონომიკის თქვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ამიტომაც ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამები, აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი, რუმინეთი, მწვანე დერეფანი გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ევროკავშირისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი პროექტი, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ორბანმა.