ვიქტორ ორბანი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერას უცხადებს - „რა ჯანდაბა ხდება გერმანიაში“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერას ღიად უცხადებს.
„რა ჯანდაბა ხდება გერმანიაში? შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
ორბანმა მხარდაჭერა გამოუცხადა პარტიის ლიდერს, ალისა ვაიდენს.
შეგახსენებთ, გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.