ვიქტორ ორბანი - გენდერული და ლგბტ მოძრაობები ძირს უთხრიან დასავლურ ღირებულებებს, ამ ყველაფერს თუ იტყვით, აღმოჩნდებით თავდასხმის ქვეშ, ბრალად დაგდებენ თავისუფლების წინააღმდეგ იერიშს
ვიქტორ ორბანი - გენდერული და ლგბტ მოძრაობები ძირს უთხრიან დასავლურ ღირებულებებს, ამ ყველაფერს თუ იტყვით, აღმოჩნდებით თავდასხმის ქვეშ, ბრალად დაგდებენ თავისუფლების წინააღმდეგ იერიშს

დაიწყება ევროპის საპარლამენტო არჩევნები, საიდანაც ჩვენ გამოვდევნით პროგრესისტებს და ბრიუსელში რომ ტვინის გამორეცხვას აპირებენ, მათაც, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, „ბრიუსელი თანამედროვე დემოკრატიის სამლოცველოა, ის უნდა ჩავიგდოთ ხელში, ამისთვის უნდა ვიღვაწოთ“.

„ჩვენ შევაჩერებთ მიგრაციას ჩვენ საზღვრებთან, ჩვენი ბავშვების სექსუალიზაცია შევაჩერეთ, ჩვენ გვავიმარჯვეთ 4-ჯერ ზედიზედ არჩევნებში და ადამიანებმა ირწმუნეს, რა შედეგი ექნება ყველფერ ამას. ადამიანები, ადამიანების ნება-სურვილი, დემოკრტია ნამდვილად ერთ-ერთი მოწყვლადი მხარეა პროგრესისტებისა, აი, ის მოუღებს ბოლოს მათ. თუკი თქვენ იტყვით, რომ სქესი და ლგბტ მოძრაობა არის ბავშვების სექსუალიზაცია, თქვენ დაგადანაშაულბენ, რომ ღალტობთ დასავლურ ფასეულობებს. დაგადანაშაულებენ, რომ თქვენ პუტინისტი ხართ, პუტინი ხართ და პუტინის წისქვილზე ასხამთ წყალს“, – განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, პროგრესისტების უკანასკნელი ამოცანაა, რომ ქვეყნები ჩამოაშორონ საკუთარ ჭეშმარიტ საგარეო პოლიტიკას.

„მეგობრებო, ეს ვირუსი, რასაკვირველია, ტვინის გამორეცხვაა და პარალიზებაა, დამბლის დაცემაა. პროგრესისტებსაც აქვთ თავიანთი ლაბორატორიები, სადაც ისინი თავიანთ ვირუსებს შობენ და ამუშავებენ. ბრიუსელი, პროგრესული ელიტა, რომელიც იქ მოქმედებს, სწორედ ესენი არიან ერთ-ერთი ლაბორატორია და აშშ-შიც არის ასეთი ლაბორატორიები. ზოგიერთი კერძო მფლობელობაშია, მილიარდერები ფლობენ მათ ანდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია.

გენდერული და ლგბტ მოძრაობები ძირს უთხრიან დასავლურ ღირებულებებს და ამ ყველაფერს თუ გააჟღერებთ, თუ იტყვით, რომ უნივერსიტეტებში არ უნდა ტარდებოდეს იდეოლოგიური ტრენინგები, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აღმოჩნდებით დაუყოვნებელი თავდასხმის ქვეშ, რადგან ბრალად დაგდებენ თავისუფლების წინააღმდეგ იერიშის მიტანას, პუტინის მხარდამჭერობას. ჩვენ ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდა ბუდაპეშტში, მაგრამ ამ ყველაფერს მსუბუქად ვერ შევხედავთ. მათი პოლიტიკის მთავარი მიზანი არის, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს არ მისცენ საშუალება, ტრადიციებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი ამ პროცესში“, – განაცხადა ორბანმა.