ვიქტორ ორბანი – ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული ძალების შექმნას, მომდევნო ერთ ან ორ წელიწადში ევროპულმა ომმა, შესაძლოა, ჩვენს კარზე დააკაკუნოს
ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული ძალების შექმნას. მომდევნო ერთ ან ორ წელიწადში ევროპულმა ომმა, შესაძლოა, ჩვენს კარზე დააკაკუნოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული ძალების შექმნას. ფრანგებმა უკვე მოაწერეს ხელი ბრიტანელებთან შეთანხმებას სამხედრო დანაყოფების გაგზავნის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ერთ ან ორ წელიწადში ევროპულმა ომმა, შესაძლოა, ჩვენს კარზე დააკაკუნოს. მომავალი არჩევნები, შესაძლოა, ევროპა-რუსეთის ომამდე ბოლო იყოს და ჩვენ მიერ არჩეული მთავრობა გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა უნგრეთს მასში ჩართვისგან თავის შეკავება“, – განაცხადა ორბანმა.
⚔️ @PM_ViktorOrban: The European Parliament has strongly welcomed the creation of a multinational protection force for Ukraine. The French have already signed with the British to send military units. This means that in the next year or two, a European war could be knocking on our… pic.twitter.com/PPGxW2X4SN
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) February 25, 2026