ვიქტორ ორბანი - ევროპა უკვე მიდის ომისკენ, ვინც იარაღს აწვდის, კოჭებამდე არის ომში, ვინც ჯარისკაცებს წვრთნის, წელამდეა, ვინც მეომარ ქვეყანას წვრთნის, ყურებამდე ომშია
ვიქტორ ორბანი - ევროპა უკვე მიდის ომისკენ, ვინც იარაღს აწვდის, კოჭებამდე არის ომში, ვინც ჯარისკაცებს წვრთნის, წელამდეა, ვინც მეომარ ქვეყანას წვრთნის, ყურებამდე ომშია

ევროპა უკვე მიდის ომისკენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ამ წელს მისი მთავრობის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა არის ის, რომ უნგრეთმა მოახერხა უკრაინის ომისგან თავის შორს დაჭერა.

ორბანის განცხადებით, „უკრაინის ომში მხოლოდ დამარცხებულები არიან – უკრაინა და რუსეთი, ისევე როგორც ევროპა, რომლებიც სანქციებით იტანჯებიან და განიცდიან ეკონომიკურ რეცესიას“.

„ევროპა უკვე მიდის ომისკენ. ის, ვინც იარაღს აწვდის, კოჭებამდე არის ომში, ვინც ჯარისკაცებს წვრთნის, წელამდეა, ვინც მთელ მეომარ ქვეყანას წვრთნის, ყურებამდე ომშია. ჩვენ არ გვჯერა იარაღის და ასევე არ გვინდა ფულის გაცემა იარაღისთვის, რადგან ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ გვინდა, რომ მეომარ მხარეებს შორის მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მშვიდობას სჭირდება მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის და თუ მოლაპარაკებები არ იქნება, მშვიდობაც არ იქნება.