ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებს - უკეთესი გარიგებისთვის საჭიროა კარგი დრო და შეთავაზების შინაარსიც გადამწყვეტია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშშ-თან დადებული სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებს.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომელთაგან პირველი არასწორი დრო იყო.
ორბანის განცხადებით, როდესაც დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, ევროპაში ის სერიოზულად არ აღიქვეს და არც მისი დაპირების დაიჯერეს გლობალური ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის შესახებ.
„უკეთესი გარიგების დასადებად საჭიროა კარგი დრო და შეთავაზების შინაარსიც გადამწყვეტია. ასევე მნიშვნელოვანია, თუ მაგიდაზე ერთზე მეტი შეთავაზებაა. რა ხდება? ამერიკის პრეზიდენტი პუნქტუალურად ასრულებს ამომრჩევლებისთვის მიცემულ დაპირებებს. მნიშვნელოვანია, მიღწეული იქნეს შეთანხმებები, რომელთა დაცვაც რეალურად იქნება შესაძლებელი. რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა ამ გარიგებაში პროფესიული თვალსაზრისით, ყველაფერი გაფუჭდა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.