ვიქტორ ორბანი – ევროკავშირის ქვეყნებმა 193 მილიარდი ევრო დახარჯეს უკრაინის მხარდასაჭერად, კიდევ 90 მილიარდი ნასესხებია, ამ თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმა არ არსებობს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინის დაფინანსებაზე უზარმაზარი რაოდენობის თანხა დახარჯეს.
მისივე თქმით, ამ თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმა არ არსებობს.
„193 მილიარდი ევრო დაიხარჯა უკრაინის მხარდასაჭერად. კიდევ 90 მილიარდი ევრო ნასესხებია. დაპირებები „რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“, თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმის გარეშეა. უნგრეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა უარი თქვეს ვალის სპირალში ჩართვაზე. ჩვენ, ილუზიების ნაცვლად, ჩვენი ხალხი ავირჩიეთ“, – წერს ის.
€193 billion burned supporting Ukraine.
€90 billion more borrowed.Promises of “whatever it takes”, with no realistic plan to get the money back. Hungary, the Czech Republic, and Slovakia refused to join the debt spiral. We chose our people over illusions. pic.twitter.com/OyCxZwqTQk
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 16, 2026