ვიქტორ ორბანი - ევროკავშირი უკვე დაიშალა, ევროპელმა ლიდერებმა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ლილიპუტები არიან, ერთად აქციეს ევროკავშირი გაკოტრებულ ბლოკად
ვიქტორ ორბანი - ევროკავშირი უკვე დაიშალა, ევროპელმა ლიდერებმა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ლილიპუტები არიან, ერთად აქციეს ევროკავშირი გაკოტრებულ ბლოკად

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკვე დაიშალა.

ორბანის თქმით, ევროპა, რომელსაც აქამდე იცნობდნენ და უყვარდათ, დასრულდა.

„ევროკავშირი უკვე დაიშალა. ფინანსური კრიზისის, მიგრაციის, ომისა და უზარმაზარი პრობლემების ჩრდილში ევროპელმა ლიდერებმა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ლილიპუტები არიან, ერთად აქციეს ევროკავშირი გაკოტრებულ ბლოკად. ვალების მთები, მიგრანტების მასები, ქუჩის ძალადობა, ომის სულ უფრო და უფრო ბნელი ჩრდილები, მასობრივი გათავისუფლებები, კომუნალური გადასახადების მკვეთრი ზრდა, გაკოტრებული ოჯახები და ბრიუსელის ბიუროკრატები, რომლებიც შეშინებული ქათმებივით დარბიან, როგორც გაუმართავი GPS-ები, რომლებიც დანიშნულების ადგილამდე ვერასდროს აღწევენ“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ახლა გამბედაობის გამოჩენის დროა.