ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლა ემუქრება, დროა ისეთი კავშირის, რომელიც თავის ერებს ემსახურება და სუვერენიტეტს აფასებს
ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაშლა ემუქრება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანი აღნიშნავს, გაერთიანება წევრ სახელმწიფოებსა და მათ მოქალაქეებს უნდა ემსახუროს და არა პირიქით.
„ბრიუსელელი ბიუროკრატები ხელში იგდებენ სადავეებს, მაშინ, როცა მთელი სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენთვის, სუვერენული წევრი სახელმწიფოებისა და მათი ხალხებისთვის ემსახურა. არა პირიქით! ცვლილებების გარეშე, ევროკავშირი შიგნიდან გააგრძელებს დასუსტებას. დროა ისეთი კავშირის, რომელიც თავის ერებს ემსახურება, სუვერენიტეტს აფასებს და მოქალაქეებს პირველ ადგილზე აყენებს“, – წერს ორბანი.
‼️ The EU must be radically reorganised, or it risks falling apart. Brusselian bureaucrats are taking over the reins, while the whole system was created to serve us: the sovereign member states and their peoples. Not the other way around! Without change, the EU will continue to… pic.twitter.com/TJfXk1sQfz
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 19, 2025