ვიქტორ ორბანი ენტონი ბლინკენის განცხადებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უკრაინაში მობილიზაციის ასაკის დაწევა ახალგაზრდა უკრაინელების დაღუპვას გამოიწვევს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ უკრაინაში მობილიზაციის ასაკის დაწევა ახალგაზრდა უკრაინელების დაღუპვას გამოიწვევს.
ამის შესახებ ორბანმა მედიასთან განაცხადა, ხოლო მის სიტყვებს სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი ციტირებს.
„არსებობს ისეთი საკითხები, რომლებზეც დუმილი არ შეიძლება, რადგანაც შეიძლება, მომავალში ჩვენზე გავლენა იქონიოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოკეანის გადაღმიდან, უსაფრთხოდ და კომფორტულად მყოფი გვეუბნება, რომ დროა, უკრაინამ დაწიოს მობილიზაციის ასაკი. ეს ასაკი ახლა 25-წელია. თუ კარგად მახსოვს, დაიწყო 27-დან, ახლა კი 25-დან 18-მდე უნდა დაიწიოს. სხვა სიტყვებით, მეტი ახალგაზრდა უკრაინელი უნდა დაიღუპოს. აქედან გამომდინარე უნდა ვთქვა: მსოფლიოს წინაშე ამის თავხედურად წარმოჩენა აჩვენებს, რომ მართლაც დრო იყო, ამერიკაში ცვლილებები მომხდარიყო. საკმარისია“, – აღნიშნა ვიტქორ ორბანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინას ახალგაზრდა სამხედროები სჭირდება, რათა რუსეთის წინააღმდეგ ომში წარმატებას მიაღწიონ.