ვიქტორ ორბანი – დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ, საქართველოს სუვერენიტეტისთვის მათ ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადე
დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შალვა პაპუაშვილს საკუთარი მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის მათ ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“, – წერს ორბანი.
It’s time for the bureaucrats in Brussels and the Soros-network to stop attacking the government in Georgia. I expressed my support to Chairman @shpapuashvili in their fight for Georgia’s sovereignty. pic.twitter.com/GV6wg6icYI
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 27, 2025