ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა – მსოფლიოში გვჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებსაც მშვიდობის მოტანა შეუძლიათ, დაბრუნდი და მოგვიტანე მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიკრობლოგ „იქსზე“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ორბანი და ტრამპი ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ.
„ჩვენ გვჭირდება მსოფლიოში ისეთი ლიდერები, რომლებსაც პატივს სცემენ და რომლებსაც მშვიდობის მოტანა შეუძლიათ, ის ერთ-ერთი ასეთი ლიდერია. დაბრუნდი და მოგვიტანე მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.
დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ვიქტორ ორბანი „ჰერითიჯ ფაუნდეიშენში“ კონსერვატიულ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა.
„ოჯახების მხარდაჭერა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა – ეს ევროპისა და ამერიკის კოსერვატიულ ძალებს შორის თანმშრომლობის საერთო საფუძველია“, – აღნიშნა ორბანმა.
It was a pleasure to visit President @realDonaldTrump today. We need leaders in the world who are respected and can bring peace. He is one of them! Come back and bring us peace, Mr. President! pic.twitter.com/rbCYvygzNy
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 9, 2024