ვიქტორ ორბანი – დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ბუდაპეშტში შეხვედრისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს

16:47, 17.10.2025

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში შეხვედრისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება შედგა. მზადება სრული სისწრაფით მიმდინარეობს“, – წერს ორბანი.

ორბანი ასევე აცხადებს, რომ სამი წელია, ღიად და ხმამაღლა იბრძვის მშვიდობისთვის და სწორედ ამიტომ უნგრეთი დღეს ევროპაში ერთადერთი ადგილია, სადაც ტრამპი-პუტინის შეხვედრის ჩატარებაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდება.

მსგავსი