ვიქტორ ორბანი – დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილია, ვიდრე გუშინ იყო, დაე, ყოველი შაბათ-კვირა, სულ მცირე, ასეთი კარგი იყოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანი აღნიშნავს, წლების განმავლობაში ორი ბირთვული სახელმწიფო ერთმანეთთან არამეგობრულ შეტყობინებებს ცვლიდა.
„წლების განმავლობაში ვუყურებდით, როგორ ანგრევდა ორი უდიდესი ბირთვული ძალა თავიანთი თანამშრომლობის ჩარჩოებს და ერთმანეთთან არამეგობრულ შეტყობინებებს ცვლიდა. ახლა ეს დასრულდა. დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილია, ვიდრე გუშინ იყო. დაე, ყოველი შაბათ-კვირა, სულ მცირე, ასეთი კარგი იყოს!“ – წერს ორბანი.
ცნობისთვის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაში, ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე გუშინ გაიმართა. დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
For years we have watched the two biggest nuclear powers dismantle the framework of their cooperation and shoot unfriendly messages back and forth. That has now come to an end. Today the world is a safer place than it was yesterday.
May every weekend be at least this good!
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) August 16, 2025