ვიქტორ ორბანი – ჩვენ უკრაინაში ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს არ გავგზავნით, მათ სურთ სესხები და მაღალი შენატანები, რაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ვალებში დამარხავს
ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისივე თქმით, უნგრეთი ამ თამაშებში არ ჩაერთვება.
„ჩვენ უარს ვაცხადებთ! ჩვენ უკრაინაში ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს არ გავგზავნით. მათ სურთ სესხები და უფრო მაღალი შენატანები, რაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ვალებში დამარხავს“, – წერს ორბანი.
❌ Brussels and Kyiv want a government in Hungary that gives in to their demands. We refuse! We will not send soldiers, weapons, or money to Ukraine. They want loans and higher contributions that would bury even our children and grandchildren in debt. Hungary will not play this… pic.twitter.com/ZwMAX1yEkm
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 31, 2026