ვიქტორ ორბანი – ჩვენ არ მივიღებთ არცერთ მიგრანტს და არ გადავიხდით სხვების მიგრანტებისთვის, უნგრეთი არ განახორციელებს მიგრაციის პაქტის ღონისძიებებს, მეამბოხეობა იწყება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მიგრაციის პაქტის წინააღმდეგ მეამბოხეობას იწყებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით ბრიუსელი ცდილობს, აიძულოს უნგრეთი კიდევ უფრო მეტი გადაიხადოს ან მიგრანტები მიიღოს. ეს მიუღებელია. უნგრეთი უკვე საკმარისზე მეტს ხარჯავს კავშირის გარე საზღვრის დასაცავად. ჩვენ არ მივიღებთ არცერთ მიგრანტს და არ გადავიხდით სხვების მიგრანტებისთვის. უნგრეთი არ განახორციელებს მიგრაციის პაქტის ღონისძიებებს. მეამბოხეობა იწყება“, – წერს ორბანი.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ევროკომისიაში შეთანხმდნენ, რომ პოლონეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ავსტრია აწყდებიან სერიოზულ მიგრაციულ ზეწოლას და შეიძლება, ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდნენ ევროკავშირში მიგრანტების განაწილების მექანიზმისგან.
With today’s decision, Brussels is attempting to force Hungary to pay even more or take migrants in. This is unacceptable. Hungary already spends enough to protect the Union’s external border.
We will not take a single migrant in, and we will not pay for others’ migrants.…
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 8, 2025