ვიქტორ ორბანი - ჩვენ 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ ჩამოვიდნენ უნგრეთში და ისწავლონ
ვიქტორ ორბანი - ჩვენ 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ ჩამოვიდნენ უნგრეთში და ისწავლონ

ჩვენ 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ ჩამოვიდნენ ბუდაპეშტში, უნგრეთში და ისწავლონ, – ამის შესახებ  უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა წინანდალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, დღეს ხელი მოეწერა საქართველოსთან მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშროლობისა სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, ფარმაცევტულ, ფისკალურ ინდუსტრიაში. ჩვენ გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან, საავიაციო კომპანიებთან, რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები, სერვისპროვაიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ სხვა კომპანიებს. ჩვენ 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ ჩამოვიდნენ ბუდაპეშტში, უნგრეთში და ისწავლონ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში და ესენი იქნებიან ნამდვილი, ჭეშმარიტი ელჩები ორი ქვეყნის, ორი ხალხის მეგობრობისა“, – განაცხადა ორბანმა.