ვიქტორ ორბანი ცენტრალურ ევროპას ქრისტიანული ფესვების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ვიქტორ ორბანი ცენტრალურ ევროპას ქრისტიანული ფესვების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ტრიანონის საზავო ხელშეკრულების სამახსოვროდ შექმნილი მონუმენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ საკუთარი ქრისტიანული ფესვები, მაშინ როცა ევროპა ერთსქესიანი ოჯახების, იმიგრაციისა და ათეიზმის ექსპერიმენტებს ატარებს.

„დასავლეთ ევროპამ დათმო ქრისტიანული ევროპა, ამის სანაცვლოდ ისინი ექსპერიმენტებს ატარებენ უღმერთო კოსმოსზე, ცისარტყელებიან ოჯახებზე, მიგრაციასა და ღია საზოგადოებებზე“, – განაცხადა ორბანმა სიტყვით გამოსვლისას.

„როიტერი“ წერს, რომ ადამიანთა უფლებათა დამცველების თქმით, 2018 წელს ორბანის მესამე ვადით არჩევის შემდეგ, ქვეყანაში ლგბტ თემის მიმართ მტრული დამოკიდებულებები კიდევ უფრო გამწვავდა.