ვიქტორ ორბანი - ბუდაპეშტი ფინანსურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პოზიციას არ შეცვლის, თუ ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება
ვიქტორ ორბანი - ბუდაპეშტი ფინანსურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პოზიციას არ შეცვლის, თუ ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ფინანსურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პოზიციას არ შეცვლის, თუ ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება.

ვიქტორ ორბანმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსება, რათა უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება აღდგეს, რასაც კიევი დათანხმდა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, მან ეს საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან ერთად განიხილა.

„ნავთობი თუ არ იქნება, ფულიც არ იქნება. მე ვთქვი, რომ უნგრეთის პოზიცია უცვლელი რჩება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის განცხადებით, უკრაინა უარს ამბობს ნავთობსადენ „დრუჟბის“ მდგომარეობის შესამოწმებლად ჩასული უნგრელი ექსპერტების მიღებაზე.

„ისინი არ თანხმდებიან და ღიად აცხადებენ კიდეც, რომ არ აპირებენ იაფი რუსული ნავთობის უნგრეთში გადატანას“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, ორბანი აცხადებს, რომ „ნავთობის ბლოკადას“ საბაბად მიიჩნევსბუნგრეთის არჩევნებში ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ სასარგებლოდ ჩარევის მიზნით.