ვიქტორ ორბანი - ბრიუსელმა უკან დაიხია, გაყინული რუსული აქტივების საკითხი ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე აღარ განიხილება, ევროკომისია ერთობლივ სესხებს უჭერს მხარს
ბრიუსელმა უკან დაიხია, გაყინული რუსული აქტივების საკითხი ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე აღარ განიხილება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანი აღნიშნავს, ევროკომისია ერთობლივ სესხებს უჭერს მხარს.
„ევროკომისია ახლა ერთობლივ სესხებს უჭერს მხარს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინის ომის ხარჯები ჩვენმა ოჯახებმა გადაიხადონ. არა, ჩვენი ხელმძღვანელობის ქვეშ“, – წერს ორბანი.