ვიქტორ ორბანი - არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში, ქრისტიანული ტრადიციები არის უმაღლესი ღირებულება, ყველა მცდელობა, არ იყოს ის გამოყენებული საფუძველად, წარუმატებლობისთვის არის განწირული
ვიქტორ ორბანი - არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში, ქრისტიანული ტრადიციები არის უმაღლესი ღირებულება, ყველა მცდელობა, არ იყოს ის გამოყენებული საფუძველად, წარუმატებლობისთვის არის განწირული

ჩვენ გვინდა, შევქმნათ ძლიერი ევროპა ერთად და გვინდა, უახლოეს მომავალში დავინახოთ, რომ ორი ქვეყანა ეკუთვნის ერთსა და იმავე პოლიტიკურ კავშირს, ევროკავშირს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა წინანდალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი, მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში.

„მივიჩნევ, რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულება, რომელიც იქნება ძალიან კარგი საფუძველი, რომელზეც შეგვიძლია, დავაშენოთ და ყველა მცდელობა, რომ არ იქნას გამოყენებული ეს საფუძველი, განწირულია წარუმატებლობისთვის. ქრისტიანული ტრადიციების დაცვა გახლავთ ევროპული კონკურენტიანობის წინაპირობა და ჩვენ მივესალმებით, თუ ქვეყნები, რომლებიც დგანან ამ მემკვიდრეობაზე, გადაწყვეტენ, დაუახლოვდნენ ევროკავშირს, ეს იწვევდეს ძალიან სერიოზულ არგუმენტებსა და დებატებს ევროკავშირში. ჩვენ მოვედით კარგი განზრახვით. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ძლიერი ევროპა ერთად და გვინდა, უახლოეს მომავალში დავინახოთ, რომ ეს ორი ქვეყანა ეკუთვნის ერთსა და იმავე პოლიტიკურ კავშირს, ევროკავშირს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, გილოცავთ, გისურვებთ ფანტასტიკურ შედეგებს და ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის“, – განაცხადა ორბანმა.