ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთს რუსეთის არ ეშინია, რადგან ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირის წევრია
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთს რუსეთის არ ეშინია, რადგან ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირის წევრია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ რუსეთის არ ეშინია. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ნატო-სა და ევროკავშირის წევრია, ამდენად რუსეთის შიშის საფუძველი არ არსებობს.

„თქვენ თუ ხართ ნატო-ს წევრი, ეს ნიშნავს თურქეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიას, საფრანგეთს, დიდი ბრიტანეთს, მაშინ რისი უნდა გვეშინოდეს ჩვენ? ჩვენ ასევე ვართ ევროკავშირის წევრი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია რუსეთზე. რატომ უნდა გვეშინოდეს? ჩვენ არ გვეშინია“, – აღნიშნა ორბანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მიენიჭოს, ვიქტორ ორბანმა დადებითად უპასუხა.

„ტრამპი ამას იმსახურებს, ყველანაირი ეჭვის გარეშე“, – განაცხადა ორბანმა.