ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინულმა დაზვერვამ ოპოზიციური პარტია „ტიზას“ მეშვეობით უნგრელების სმარტფონებში შეაღწია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინულმა დაზვერვამ ოპოზიციური პარტია „ტიზას“ მეშვეობით უნგრელების სმარტფონებში შეაღწია. ამის შესახებ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„უკრაინის დაზვერვის სამსახური არა მხოლოდ უთვალთვალებს უნგრეთს, მან პროუკრაინული „ტიზას“ პარტიის მეშვეობით შემოაღწია. მათ შეაღწიეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ტექნოლოგიურ დახმარებას უწევენ თავიანთ მოკავშირეებს, რათა აქ ძალაუფლების მოპოვებაში დაეხმარონ. ერთხელ ვთქვით, რომ „რუსები უკვე საკუჭნაოში არიან“, ახლა უნდა ვთქვათ: უკრაინელები უკვე თქვენს სმარტფონში არიან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ!“, – წერს ორბანი.
როგორც უკრაინული მედია წერს, ორბანის განცხადება სავარაუდოდ ეხება უნგრულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციური პარტია „ტიზას“ მობილურ აპლიკაციაზე სავარაუდოდ უკრაინული კომპანია მუშაობდა. „ტიზაში“ აცხადებენ, რომ აპლიკაცია უნგრელი სპეციალისტების შემუშავებულია.
The Ukrainian intelligence service is not just watching Hungary; it has wormed its way in through the pro-Ukrainian Tisza Party. They have infiltrated public life and politics, providing technological assistance to their allies to help them gain power here. Once we said “the… pic.twitter.com/ik5wqvNtWQ
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 10, 2025