ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს, თუმცა მზად არის, კვლავ უხელმძღვანელოს პარტია „ფიდესს“ ყრილობაზე მხარდაჭერის შემთხვევაში
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს, თუმცა მზად არის, კვლავ უხელმძღვანელოს პარტია „ფიდესს“ ყრილობაზე მხარდაჭერის შემთხვევაში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე, თუმცა მზად არის, კვლავ უხელმძღვანელოს „ფიდესს“, თუ პარტიის ყრილობაზე მხარს დაუჭერენ.

როგორც ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, დასრულდა მისი პარტიის, „ფიდესის“ პრეზიდიუმის სხდომა და პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა „რადიკალური რეფორმირება“ იმ საპარლამენტო ფრაქციის, რომელიც ორშაბათს ჩამოყალიბდება.

„მანდატი, რომელიც, როგორც „ფიდესი – ქრისტიან-დემოკრატების“ სიის ლიდერმა მივიღე, რეალურად „ფიდესის“ საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირას პარტია ეროვნულ სხდომას ჩაატარებს, ხელმძღვანელობის ასარჩევად ყრილობა კი ივნისისთვის გადაიდო.

„თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ჩვენს გაერთიანებას. ამ პერიოდში გვქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც, არჩევნებში გამარჯვებაც და მარცხიც, თუმცა ერთი რამ უცვლელი დარჩა: ეს ბანაკი ყოველთვის იყო უნგრეთის ყველაზე შეკრული და ერთიანი პოლიტიკური საზოგადოება. ეს ერთიანობა უნგრეთს ახლა განსაკუთრებით სჭირდება. პრეზიდიუმი მთავაზობს, გავაგრძელო ჩემი საქმიანობა „ფიდესის“ თავმჯდომარის რანგში და ყრილობა თუ ნდობას გამომიცხადებს, ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვარ“, – აღნიშნა ორბანმა.