ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევა ორმხრივი შეხვედრის გასამართად
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მიიღო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევა ორმხრივი შეხვედრის გასამართად. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა საერთაშორისო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ შესთავაზა შეხვედრა და მოლაპარაკება მიმდინარე თვის დასაწყისში.
„მე ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი. მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დავაზუსტოთ: რაზე?“, – განაცხადა ორბანმა.
ორბანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს სურდა, განეხილა უკრაინის წინადადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც უნგრეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მანამდე ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის დაფინანსება არ უნდა მიეცეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან.