ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან „საშინელი შეცდომა“ იქნება, რომელიც უნგრეთმა თავიდან უნდა აიცილოს
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან „საშინელი შეცდომა“ იქნება, რომელიც უნგრეთმა თავიდან უნდა აიცილოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან საშინელი შეცდომა იქნება, რომელიც უნგრეთმა თავიდან უნდა აიცილოს. ამის შესახებ მან უნგრულ ონლაინგამოცემა Mandiner-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები და ამის ნაცვლად სტრატეგიული პარტნიორობისკენ უნდა ისწრაფოდეს. ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა მოიხსნას ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან, რადგან უნგრეთი მხარს არ დაუჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

„ევროკავშირი ემზადება საშინელი შეცდომის დასაშვებად და ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ეს, თუნდაც 26 წევრს სურდეს ამ შეცდომის დაშვება. თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა, გეოპოლიტიკური სიგნალი გვინდა, ეს უნდა გავაკეთოთ, თუმცა არა – წევრობა“, – აღნიშნა ორბანმა.